The #1 Model Contest

GET THE LATEST NEWS, MODEL TIPS AND PRIZE GIVE AWAYS FROM ELITE MODEL LOOK

JOIN OUR FAMILY

Get the latest news, model tips and prize giveaways from Elite Model Look!

Please consider that your email address will be only used for sending you our newsletter and updates on our own services and initiatives.

elite2023

Cindy Crawford. Gisele Bundchen. Lara Stone-ეს სუპერ მოდელები Elite Model Look-ის კონკურსების აღმოჩენები არიან. გაეცანით Elite-ის უამრავი წარმატებული ისტორიებიდან რამოდენიმეს შესახებ ჩვენთან ერთად. 

სუპერ მოდელი სინდი კროუფორდი ისეთი კომპანიების  სარეკლამო აქტივობებში იღებდა მონაწილეობას, როგორიცაა პეპსი, გეპი და რევლონი.  ის მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მაღალანაზრაურებად მოდელადაა დასახელებული. მოდის ინდუსტრიაში, სამი ათეული წლის მოღვაწეობის შემდეგ, სინდი 'all American beauty'-ს ეტალონად რჩება. 

სინდი კროუფორდი

აშშ EML 1983

ტატიანას ფოტოები, 130-ზე მეტ ჟურნალის მთავარ ყდაზე დაიბეჭდა. 1990 წლის გამოცემის, "ვოგი"-ს  ყდაზე მისი, ნაომი ქემფბელის, ლინდა ევანგელისტას და ქრისტი ტარლინგთონის ფოტო დაიბეჭდა. ყდა, რომელმაც სუპერმოდელობის ფენომენი განასახიერა . დღეს ის ცხოველთა უფლებების დაცვის კამპანიაში მონაწილეობს.  

ტატიანა პატიტსი

გერმანია EML 1983

90-იანი წლების ერთერთი ორიგინალური სუპერმოდელი, სტეფანი დიორის სახე იყო.  ის ასევე  "Guns 'n' Roses"-ის მუსიკალურ კლიპებში იღებდა მონაწილეობას და "Victoria Secret"-ის ერთერთი პირველი წამყვანი მოდელი იყო .   

სტეფანი სეიმური

აშშ EML 1983

ბრაზილიელი სუპერმოდელი და "Victoria's Secret"-ის ანგელოზი ჟიზელი, მსოფლიოს ერთერთი პირველი მილიარდელი მოდელია. ჟურნალმა  "Forbes"-მა მისი ყოველწლიური შემოსავალი 44 მილიონი აშშ დოლარად შეაფასა. 

ჟიზელ ბუნდჰენი

ბრაზილია EML 1994

ინესი  შანელის, ვივიენ ვესტვუდის, ლანვინის და ჟან პოლ გოტიეს ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას.1996 წელს მან ლანკომის სახე - ულამაზესი იზაბელა როსელინი ჩაანაცვლა. ახლა ის უნისეფის კეთილი ნების ელჩია.  

ინეს სასტრე

ესპანეთი EML 1989

დაიანას სამოდელო კარიერა მოიცავს სარეკლამო კამპანიებს ბრენედებისა, როგორიცაა Chanel, Armani, Lancome, Calvin Klein და Loreal. მან მხატვრულ ფილმებში "ტროა", "პიანისტი" და ასევე კვენტინ ტარანტინოს ფილმში 'Inglorious Bastards'-ში მიიღო მონაწილეობა.

დაიან კრუგერი

გერმანია EML 1992

მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ბრაზილიელი ლამაზმანი  ალესანდრა, სანამ "Victoria's Secret"-ის ყველაზე ცნობად მოდელად იქცეოდა, ისეთი ბრენდებისთვის მუშაობდა, როგორიცაა "Oscar de la Renta", "Dolce &Gabbanna" და "Giorgio Armani".

ალესანდრა ამროზიო

ბრაზილია EML 1996

იზაბელის სამოდელო ინდუსტრიაში მონაწილეობის ხანგრძლივობა მისი საცურაო კოსტუმებისთვის იდეალური  სხეულის და ენერგიული, ცოცხალი ხასიათის დასტურია.  მისი ამჟამინდელი კამპანიები მოიცავს ბრენდებს, როგორიცაა  L'Oreal Paris, H&M Beachwear და Calvin Klein. ის სან პაოლოში თავის ორ შვილტან ერთად ცხოვრობს. 

იზაბელი ფონტანა

ბრაზილია EML 1996

ნატაშა 12 წლის იყო, როდესაც  ბოსნიას კონფლიქტისთვის თავი რომ დაეღწია,სერბიაში გადავიდა საცხოვრებლად. მან 1997 წელს EML-ის კონკურსში გაიმარჯვა. 19 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი ბალენჩაგას სარეკლამო კამპანიაში შედგა. ის ასევე Chanel-ისთვის, Calvin Klein-ისთვის და Lanvine-ისთვის მუშაობდა.  

ნატაშა ვონოვიჩი

სერბია EML 1996

2010 წელს ლარა British Fashion Awards -ზე წლის მოდელად დასახელდა. ის ახალი სუპერმოდელების  თაობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი  იყო. მკვეთრმა, სექსუალურმა და ზოგჯერ პაექრობის მოყვარულმა ლარამ,  სამოდელო ინდუსტრიაში თავისი მოღვაწეობის ხანგრძლივობა, მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დედა გახდა და ინდუსტრიაში დაბრუნდა.

ლარა სთოუნი

ჰოლანდია EML 1999

ინდუსტრიის სახე რაიანი Versace-ს, Armani-ს, Chanel-ის, Guerlain-ისდა Clarins-ის სარეკლამო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას. ჟან პოლ გოტიეს ფავორიტი მოდელი, დიზაინერის სუნამოს "Classique "-ის სახე გახდა.  თავის პირადი ცხოვრების საზოგადეობისგან დამალვით, ის საიდუმლოებით აღსავსეა. 

რაიან ტენ ჰაკენი

ჰოლანდია EML 2001

Chloe-ს და Loreal-ის ფავორიტ ენიკოს ფოტოებმა, ჟურნალების ყდები, როგორიცაა Vogue, Elle, I-D Magazine, Harper's Bazaar, W, Another Magazine და Numero გაალამაზა. მის ძაღლს, ჩარლზს ინსტაგრამზე საკუთარი გვერდი აქვს. 

ენიკო მიჰალიკი

უნგრეთი EML 2002

სლოვაკელი მოდელი, რომლის კარიერაც 2006 წელს როდარტის ჩვენებაში მონაწილეობით დაიწყო. მიქაელამ ასევე Victoria’s Secret-ის 2007 და 2010 წლების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე Dior Homme-ის სარეკლამო რგოლში ჯუდ ლოსთან ერთად გადაიღეს. 

მიქაელა კოჩიანოვა

სლოვაკეთი EML 2004

სერფერი გოგონა, შარლოტი წარმოშობით საფრანგეთის ატლანტიკური სანაპიროდანაა. 2005 წელს გამარჯვების შემდეგ, მან მონაწილეობა  16 წლის ასაკში Prada--ს ჩვენებაში მიიღო. ასევე ისეთი ბრენდების ჩვენებებში გამოვიდა, როგორიცაა Chanel, Dior, Lacroix, Hermes, Valentino და Louis Vuitton ვიუტონი. ის Chanel Chance-ის სახე იყო.   

შარლოტ დი კალიფსო

საფრანგეთი EML 2005

კონსტანსმა თავისი კარიერის პირველ ორ წელიწადში 200-მდე სტრატეგიულ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა . ცნობილი საოცარი თავაზიანობით, მან ესტე ლოდერის ხელშეკრულება მოიგო და Urban Dove Charter School-ს ფონდისთვის  ფულის შეგროვებას ხელმძღვანელობს.  

კონსტანს ჟაბლონსკი

საფრანგეთი EML 2006

შვედი მამის და ფრანგი დედის შვილი, სიგრიდი კლასიკურ ფრანგულ ელეგანტურობას განასახიერებს. ამის გამო, ბუნებრივია, მისი არჩევანი ისეთ ბრენდებზე შეჩერდა, როგორიცაა Celine, Gucci და Elie Saab. შანელის დიდი ხნის თანამშრომელმა სიგრიდმა ბრედ პიტთან ერთად ა Chanel No. 5-ს სარეკლამო რგოლის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.

სიგრიდ აგრენი

საფრანგეთი EML 2006

ჩეხი ლამაზმანის კუთხოვანი, გამოყვანილი ნაკვთები იმათ ვისთანაც ერთად მუშაობს შესაძლებლობას აძლევს  შექმნან არქიტექტურული სტილი. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ის ინგლისურ ენას არ ფლობდა, მან მონაწილეობა ჟივენშის სარეკლამო კამპანიებში მიიღო.  ასევე მისი ფოტოები დაიბეჭდა ჟურნალებში, როგორიცაა  Numero, L’Officiel, Vogue Japan და Elle Russia.

დენისა დვორაკოვა

ჩეხეთი EML 2006

კორა, მისმა გრძელმა წვივებმა და ნათელმა ბუნებამ შანელის მუზად აქცია.  მან კაროლინა კურკოვასთან და ფრეია ბეჰა ერიჰსენთან ერთად ბოტეგა ვენეტას ჩვენების გახსნაში და დახურვაში მიიღო მონაწილეობა, 2015 წლისთვის ის M.A.C.-ის სახე გახდა. 

კორა ემანუელ

MARTINIQUE EML 2008

ფეიფეი სუნის გამოჩენა ჩინეთის, როგორც ფუფუნების ბაზრის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. ის იყო პირველი აზიელი, რომლის ფოტომაც Vogue Italy-ს ყდა გაალამაზა. ახლანდელი მისი სარეკლამო კამპანიები მოიცავს ბრენდებს, როგორიცაა  -   Dior, Dolce & Gabbana და Prada.  

ფეიფეი სუნი

ჩინეთი EML 2008

ქუჩის სტილის სახე, მინგი. მას შემდეგ რაც ჩინეთის EML წარმოადგინა, მან მონაწილეობა Maison Margiela-ს ვივიენ ვესტვუდის, შანელის და ლუი ვიუტონის ჩვენებებში მიიღო. ის პირველი ჩინელი მოდელი იყო , რომელიც მოთხოვნლი იყო ექსკლუზიურად Givenchy-ის სამოდელო შოუსთვის.

მინგ ქსი

ჩინეთი EML 2009

ერიონას მუქმა, ანდროგენულმა და დაპირსინგებულმა თვალებმა მას სამოდელო კარიერა დააწყებინა. მისი დებიუტი ბალენჩაგას 2011 წლის ჩვენებაზე მოხდა.  

ერიონა ალა

ნორვეგია EML 2010

ის რენში, მის მშობლირ ბრიტანეტში  სკაუტებმა აღმოაჩინეს. ლურჯთვალება ჟოზეფინამ მონაწილეობა  Zara-ს, Donna Karran-ის დაChloe-ს სარეკლამო რგოლებში მიიღო. წინა წელს ის დავიდ კომას მიერ მულერის მუზად იქნა არჩეული. მისი ძმა ჯულსი ასევე მოდელია და ისინი ორივე ერთად 2015 წელს სონია რაკელის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. 

ჟოზეფინ ლე ტიტური

საფრანგეთი EML 2011

EML-ის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ რამდენიმე თვეში, მან Louis Vuitton-ის, Valentino-ს, Roccha-ს და Channel-ის SS16-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. მისი ინტერვიუ პატრიკ დე მარშელიემ ჩაწერა. მას განტვირთვა სატელევიზიო შოუს, "How I Met Your Mother", ყურებით მოწონს.

პოლინ ნოარო

REUNION ISLAND EML 2011

ანტონინა პოდიუმის კასტინგის დირექტორების ფავორიტია. მან სტელა მაკარტნის, ბარბარა ბუის,  Courreges-ეს და Costume National-ის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებები დახურა. ასევე მისმა ფოტომ CR Fashion Book-ის ყდა დაამშვენა.  

ანტონინა პეტკოვიჩ

სერბია EML 2012

შვეიცარიელი ფერმკრთალი ლამაზმანი მანუელა Dazed & Confused-დან დაწყებული Italian Vogue-ით დამთავრებული უამრავ ფოტოგადაღებებში მონაწილეობდა. მისმა სრულყოფლმა პროფესიონალიზმმა მას უპირატესობა შესძინა. მან ქელვინ კლაინის შოუ გახსნა და კასტინგის დირექტორის ფავორიტ მოდელად იქცა.

მანუელა ფრეი

შვეიცარია EML 2012

ვიტორიას მუქი ფერები შესამჩნევი გახდა როგორც დოლჩე და გაბანასთვის, ასევე ისეთი ბრენდებისთვის როგორიცაა Roberto Cavalli, Armani და Moschino. ამით ის თანამედროვე იტალიელ მუზად იქცა.  

ვიტორია ჩერეტი

იტალია EML 2012

ისაუნის დებუტი 2013 წელს შედგა. ის დიორის, კენზოს, მაქუინის და ლუი ვიუტონის ჩვენებებზე გამოვიდა. მან პირველად Balmain-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ისაუნი ასევე წარმატებით თანამშრომლობს კომპანია H&M-თან. თავისუფალ დროს ის სკეიტბორდით სერნობითაა დაკავებული.

ისაუნი ბრიტო

დომინიკის რესპუბლიკა EML 2012

მეთიუ სკაუტებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ის მანჩესტერში "ტოპმენის" მაღაზიაში მუშაობდა. მას შემდეგ მან დიორის, მაკქუინის, ბარბერის და Belstaff-ის კამპანიებში მიიღო მონაწილეობა. კამერის გარეთ ის წარმატებული საქსაფონისტი და ველომრბოლელია.  

მეთიუ ბელი

დიდი ბრიტანეთი EML 2013

მან სამოდელო კარიერა თავის ტყუპ დასთან მეისთან ერთდ დაიწყო. ის ვარსკვლავად იქცა, როდესაც თმები გადაიპარსა და დრამატული იერი მიიღო. მან Maxmara-ს ჩვენება გახსნა, Gucci-ის შოუში და სენ ლორანის სარეკლამო რგოლის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.  

რუტ ბელი

დიდი ბრიტანეთი EML 2013

მას შემდეგ რაც ამილნამ 2013 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ის კრეგ მაგდინმა New Yor Times-ისთვის გადაიღო, ასევე Alaisdair McLellan-ი Vogue Paris-ის გამოცემაში წარმოადგინა და  მისი ფოტოები Mert Alas-ი and Marcus Piggott-ი W Magazine-ის გამოცემებში დაიბეჭდა. როდესაც ფოტოგადარებებში არ მონაწილეობს, მას ძალიან უყვარს ცეკვა. 

ამილნა ესტევაო

ანგოლა EML 2013

EML-ში გამარჯვების შემდეგ, თავისი გამოკვეთილი ტუჩებით მან დიდ წარმატებას მიაღწია. შემდეგ წელს მან 31 საოცარ შოუში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა Dior, Fendi, Hermes, Raf Simone, Roberto Cavalli, Louis Vuitton, Valentino და Gucci. ამით ის სეზონის ყველაზე წარმატებულ მოდელად იქცა.  

სერჟ რიგვავა

ავსტრია EML 2014

 EML-ში მონაწილეობის შემდეგ გრეტა შემდეგი სეზონისთვის რიკარდო ტიშის მუზად იქცა.  Prada-ს სათვალეების სარეკლამო კამპანიების სახე, მალევე იტალიური მშვენების ახალ წარმომადგენლად ყალიბდება .   

გრეტა ვარლეზე

იტალია EML 2014